shaqrobabua

ჯეიმზ ჯოისი - დუბლინელები


19.9

გაზიარება:

„დუბლინელები“ ჯეიმზ ჯოისის ყველაზე პოპულარული და მეტად წაკითხული ნაწარმოებია. არცაა გასაკვირი, რომ ჯოისის მკითხველს მოთხრობების ეს ციკლი ეხმარება და გზას უკვალავს მის რომანებთან მისასვლელად. სწორედ ამ მოთხრობებში გამოიკვეთა პირველად ჯოისის ირლანდიისადმი დამოკიდებულება, ის, რამაც განსაზღვრა მწერლის ცხოვრებაც და შემოქმედებაც.

„ამ ციკლს დავარქვი „დუბლინელები“, მინდა, გამოვააშკარაო მთელი ის ჰემიპლეგია თუ დამბლა, რაც, ბევრის აზრით, ახასიათებს ქალაქს.“ – წერდა ჯეიმზ ჯოისი ერთ-ერთ წერილში. მართლაც, მოთხრობების კრებული „დუბლინელები“ პირუთვნელად აღწერს მეოცე საუკუნის დუბლინის ცხოვრებას, ჩვეულებრივი დუბლინელების განწყობილებასა და უფერულ ყოველდღიურობას ავტორისთვის დამახასიათებელი დახვეწილი ირონიით.

ინგლისურიდან თარგმნა ლია იმერლიშვილმა.

ფასი
19.9
ნანახია
2845