shaqrobabua

გაბრიელ გარსია მარკესი - საუკუნის სკანდალი


34.9

გაზიარება:

გაბრიელ გარსია მარკესი ხშირად ამბობდა, რომ ჟურნალისტიკა ქვეყნად საუკეთესო პროფესიაა, რომ ის უფრო ჟურნალისტი იყო, ვიდრე მწერალი.

„საუკუნის სკანდალი“ ამ კრებულში ერთ-ერთი ვრცელი და მთავარი რეპორტაჟია. კრებულის სათაურადაც სწორედ ისაა შერჩეული. აქ წარმოდგენილი ტექსტები 1950-1987 წლებში იბეჭდებოდა გაზეთებში. მკითხველი ახალგაზრდა მარკესის საგაზეთო სტატიების კითხვისას ამოიცნობს ახალბედა მთხრობლის სურვილს – სწრაფვას ლიტერატურისკენ, იპოვის ფრაგმენტებს, რომლებშიც იკვეთება ბუენდიების ოჯახი, არაკატაკა.

წიგნისთვის ის ტექსტებია შერჩეული, სადაც გაკრთება ხოლმე ნარატივის წნეხი ჟურნალისტიკასა და ლიტერატურას შორის, სადაც „რეალურობის ნაკერები“ დაჭიმულია მწერლის დაუოკებელი იმ­პულსური ნარატივით, რომელიც მკითხველს სთავაზობს დატკბეს ისეთი ამბების მთხრობლის ოსტატობით, როგორიც იყო გაბრიელ გარსია მარკესი.

 ესპანურიდან თარგმნეს: ელზა ახვლედიანმა და მაკა გოგოლაშვილმა

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
34.9
ნანახია
2252