დარწმუნებული ხართ?
გაზიარება:
ნუგზარ ზაზანაშვილის ამ კრებულში თავმოყრილია ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩვენს ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში და ინტერნეტში გამოქვეყნებული ახალი ლექსები და აქამდე გამოუქვეყნებელი პოეტური კოლაჟი – „სიყვარული მოკვდა ანუ საოჯახო ალბომი“.
ავტორის ლექსები და ლიტერატურული წერილები 1980 წლიდან იბეჭდება. „ასეთი დროა“ 1998 წელს გამოქვეყნდა, „გაუგზავნელი წერილებიდან“ – „საბა 2006“-ის, „მექანიკური როიალი“ კი „ლიტერა 2017”-ის ნომინანტია. ნუგზარ ზაზანაშვილი, ასევე, ავტორია ლიტერატურულ-პუბლიცისტური წიგნისა „რუსოფობია“, რომელიც გამომცემლობა „არტანუჯმა“ 2016 წელს გამოსცა.