shaqrobabua

ფარიბა ვაფი - დასასრულის შემდეგ


22.9

გაზიარება:

„დასასრულის შემდეგ“ 2014 წელს გამოიცა ირანში. მისი ქართული თარგმანი ამ რომანის პირველი თარგმანია უცხო ენაზე.

ფარიბა ვაფი აზერბაიჯანული წარმოშობის ირანელი მწერალი ქალი, ნოველების რამდენიმე კრებულისა და რამდენიმე რომანის ავტორია. ერთ-ერთ ინტერვიუში მწერალი ამბობს: „ვიყო თურქი და ვწერო სპარსულად, ჩემთვის იმ სიზმარს ჰგავს, ბოლომდე რომ ვერ ახსნი და მისი რაღაც ნაწილი ხელიდან გისხლტება. როცა თურქი ვარ, ერთი ადამიანი ვარ, ხოლო როცა სპარსელი – სხვა. თუმცა იმ საფეხურამდე მივედი, რომ შემიძლია ამ ორის მორიგება. შემიძლია, სპარსულად თავრიზელ ქალზე ვწერო, თავრიზზე ვწერო, საკუთარ სიზმრებზე ვწერო...“

ფარიბა ვაფის ყურადღების საგანი ქალის შინაგანი სამყაროა, რომლის შეცნობის პროცესი მწერლისთვის ზოგადად ადამიანური ურთიერთობების გაანალიზების მცდელობად იქცევა. ცალკეულ ინდივიდებს შორის დარღვეული კავშირების კვლევას კი მრავალი სუბიექტურ-ობიექტური სირთულისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოუწყობლობის ჩვენებამდე მივყავართ. ფარიბა ვაფის საინტერესო სამწერლო მანერა გამოარჩევს – ქალის ფსიქიკის უღრმეს შრეებში „შეტყუებული“ და გამყოლისგან მიტოვებული მკითხველი ხშირად ამოუხსნელი კითხვების წინაშე რჩება.

სპარსულიდან თარგმნა: მზია ბურჯანაძემ

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
22.9
ნანახია
1429