shaqrobabua

გიორგი სორდია - საქართველოს შავიზღვისპირეთი


42

გაზიარება:

ალბომში წარმოდგენილია ყირიმის ომის დროინდელი ჩანახატები საქართველოს შესახებ

ყირიმის ომის  მსვლელობის დროს ბრიტანულ და ფრანგულ სამხედრო გემებზე მიმაგრებული არაერთი ევროპელი მხატვარი სტუმრობდა დასავლეთ საქართველოს. მათი საგანგებო მისიის მიზანი იყო  შავიზღვისპირეთის გარშემო სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტების აღწერა და შესაბამისი ჩანახატების შექმნა. წარმოდგენილ წიგნში საქართველოს შავიზღვისპირეთში ნამყოფი ექვსი ევროპელი მხატვრის შემოქმედებაა განხილული, რომელთაც სოხუმის, ბათუმის და ყულევის შესანიშნავი გრაფიკული გამოსახულებები დაგვიტოვეს. ჩანახატების უმეტესობა ქვეყნდება პირველად.

ნაშრომში თავმოყრილია და დეტალურადაა აღწერილი თვრამეტი ნამუშევარი, რომელთაგან თორმეტი გახლავთ ფერადი ლითოგრაფია, ხუთი ფანქრით შესრულებული ესკიზი და ერთი ფერადი რუკა. წარმოდგენილ მხატვრულ ნიმუშებს მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ ისინი თვითმხილველების მიერ არის შექმნილი. მათზე დაყრდნობით შესაძლებელია ვიმსჯელოთ XIX  საუკუნის შუა ხანების სოხუმის, ბათუმის და ყულევის განაშენიანებაზე, სიდიდეზე, თუ სხვა ურბანულ მახასიათებლებზე. ჩანახატების ნაწილი შესრულებულია ზღვიდან და წარმოაჩენს მთელ სანაპირო ზოლს ნავმისადგომით და სანაპირო ნაგებობებით, ნაწილი კი შესრულებულია ხმელეთიდან, რაც ქალაქების ცენტრალური ნაწილის განლაგებასა და მათ არქიტექტურულ სტილზე გვიქმნის წარმოდგენას. 

აღსანიშნავია, რომ წიგნში წარმოდგენილი ჩანახატები საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქების გრაფიკული გამოსახვის ერთ-ერთ პირველ ნიმუშებს წარმოადგენს. ბეჭდვისთვის გამოყენებულია ლიცენზირებული, მაღალი გარჩევადობის გამოსახულებები, რომელთა ციფრული ასლები სპეციალურად ამ გამოცემისთვის იქნა შეძენილი. ორიგინალი ბეჭდური ეგზემპლარები კი დაცულია ისეთ ბიბლიოთეკებსა და საცავებში, როგორებიცაა: ბრიტანეთის მუზეუმი, ვიქტორიას და ალბერტის მუზეუმი, ავსტრიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ათენის გენადიუსის ბიბლიოთეკა, სამხრეთ მეთოდისტური უნივერსიტესტის ბიბლიოთეკა და შრი პრაკაშ ლოჰიას კერძო კოლექცია.

ყდაზე: ბრიტანული სამხედრო გემი „ჰაიფლაიერი“ სოხუმის სანაპიროსთან. ოქტომბერი, 1855 წ. შესრულებულია ბრიტანელი მარინისტი მხატვრის ოსვალდ უოლტერს ბრეირლის (1817-1894) მიერ.

ყდის დიზაინი და დაკაბადონება: ნიკოლოზ ოსიპოვი.

გამომცემლობა
გიორგი სორდია
ფასი
42
ნანახია
1430