shaqrobabua

ერიკ ლი - ექსპერიმენტი


15.9

გაზიარება:

თარგმანი: ქეთი ქანთარია
სამეცნ. რედაქტორი: გიორგი მამულია

წიგნი ინგლისში 2017 წლის ოქტომბერში, ხოლო საქართველოში - 2018 წლის
აპრილს.
ერიკ ლის „ექსპერიმენტი, მივიწყებული ქართული რევოლუცია“ (Eric Lee, The
Experiment, Georgia’s Forgotten Revolution) საქართველოს პირველი რესპუბლიკის
შესახებ დაწერილი სხვა წიგნებისაგან განსხვავებით, საქართველოს განიხილავს,
როგორ პირველ ქვეყანას მსოფლიოში, სადაც სოციალ-დემოკრატიული პარტია
არჩევნების გზით მოვიდა ხელისუფლებაში. წიგნი მიზნად ისახავს მკითხველს
დაანახოს, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სოციალ-დემოკრატიული
სახელმწიფო, ბოლშევიკებს რომ არ გაენადგურებინათ.
წიგნში განხილულია 1905 წლის გურიის რესპუბლიკაც, როგორც 1918 წელს
შექმნილი სახელმწიფოს წინამორბედი. ავტორი მოგვითხრობს იმ რეფორმებზე,
რომლის გატარებაც მოასწრო პირველმა რესპუბლიკამ არსებობის სამ წელიწადში
და განიხილავს პროფესიონალური კავშირებისა და კოოპერატივების
მდგომარეობას.
წიგნში აღწერილია ასევე პირველი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა და დე-
იურედ ცნობისათვის გაწეული შრომა. ერთი თავი მთლიანად ეძღვნება
მსოფლიოს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერების ვიზიტს
საქართველოში 1920 წელს. ავტორისთვის ქართული სოციალ-დემოკრატია
ევროპის ისტორიის შემადგენელი ნაწილია. ის მიიჩნევს და წიგნში ადასტურებს,
რომ ქართული სოციალ-დემოკრატია ევროპული ფენომენი იყო და მაგალითიც კი,
იმდროინდელი პოლიტიკური მოღვაწეებისათვის.

გამომცემლობა
პოეზია
ფასი
15.9
ნანახია
961