shaqrobabua

ჯონ გრინი - ქაღალდის ქალაქები


12.9

გაზიარება:

პოპულარული ამერიკელი მწერლის, ჯონ გრინის ეს რომანი ორი თინეიჯერის თავგადასავალს მოგვითხრობს: უფროსკლასელი კვენტინ ჯეიკობსენი, იგივე ქიუ, ბავშვობიდან შეყვარებულია თავის მეზობელ გოგონაზე, მომხიბვლელ და ექსტრავაგანტურ მარგო როთ შპიგელმანზე; ერთ ღამეს მარგო ქიუს შინ მიაკითხავს და სთხოვს, მონაწილეობა მიიღოს „სადამსჯელო ოპერაციაში“, ანუ დაეხმაროს ყველა იმ ადამიანზე შურისძიებაში, რომელთაც მას გული ატკინეს. ქიუ უყოყმანოდ თანხმდება გოგონას წინადადებას და უამრავ ფათერაკშიც გაეხვევა მასთან ერთად, მაგრამ მეორე დილით მარგო მოულოდნელად გაუჩინარდება. როგორც შემდგომ აღმოჩნდება, მარგოს ქიუსთვის საიდუმლო მინიშნებები დაუტოვებია, რომელთა გაშიფვრის შემდეგ ქიუ გადაწყვეტს, რადაც არ უნდა დაუჯდეს, მარგო იპოვოს და მეგობრებთან ერთად მის საძებრად მიდის. 2015 წელს ცნობილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა ჯეიკ შრეიერმა ამ ნაწარმოების მიხედვით გადაიღო ამავე სახელწოდების თრილერი, რომელმაც დიდ ~ი პოპულარობა მოიპოვა.

გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
12.9
ნანახია
1209