shaqrobabua

ლაშა ბუღაძე - ლიტერატურული ექსპრესი


11.9

გაზიარება:

„ლიტერატურული ექსპრესი“ ექსპერიმენტული მატარებელია, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქს სტუმრობს, მგზავრები კი ევროპელი, მათ შორის, ქართველი მწერლებიც არიან. მოგზაურობის ორგანიზატორების აზრით, ლიტერატურული ექსპრესის თითოეულ მგზავრს ქალაქიდან ქალაქში უთავბოლო ხეტიალი შთაგონებას მოუტანს. ასეცაა: ზოგისთვის ეს მატარებელი ახალი წიგნის დასაწერი იმპულსი ან უკვე დაწერილის პოპულარიზაციის საშუალებაა, ზოგისთვის კი – საკუთარი ცხოვრების გადაფასება ან უბრალოდ, მშვენიერი ქალის დევნა… წიგნი ამ ექსტრავაგანტური ექსპრესის მგზავრების მოგზაურობის ჩანაწერებია. თუმცა, რადგან მთავარი გმირი ქართველი მწერალია, ძირითადი ამბავი მაინც მისი პირადი ისტორიაა – 2008 წლის აგვისტოს ომისგან დატოვებული შოკი, ლიტერატურულ-მწერლური ფიქრები და უცნაური რომანი თითქმის უცნობ ქალთან, რომელიც ალბათ მხოლოდ იმიტომაა სასიყვარულო ისტორია, რომ თავად პერსონაჟ-მწერალს სურს ასე.

გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
11.9
ნანახია
1033