shaqrobabua

დათო ტურაშვილი - ჩაძირული ქალაქები


10.9

გაზიარება:

თურმე მტკვარში თუ ჩაყვინთავ, შეიძლება წყალმა პატარა ქუჩებით ისეთ სახლებში შეგიტყუოს, უკან ვეღარც გამოაღწიო. ჩაძირული ქალაქის ერთიმეორეს მიწყობილ სახლებში ოთახებიც კი ისევე არის დარჩენილი, როგორც შორეულ XIX საუკუნეში, როცა იქ ხალხი ცხოვრობდა. საუკუნეთა და დიდ ეპოქათა გასაყარზე მაგიური მფრინავი ხალიჩის კვალმა ჩამოიყვანა თბილისში ირლანდიელი პოეტი პატრიკ ო’ლირი და ქალაქის განუმეორებელი ხიბლით მოჯადოებულმა აქ აღმოაჩინა მეორე სამშობლო, ერთგული მეგობარი, დაუვიწყარი სიყვარული… თითოეულ მათგანს სახიფათო დროება ტრაგიკულ დასასრულს უქადდა. ისევე როგორც „ტიტანიკს“, რომელზეც პატრიკ ო’ლირი საბოლოოდ აიყვანა ბედმა. დათო ტურაშვილის „ჩაძირული ქალაქი“ დიდი ხნის გამქრალ, მტკვრის სიღრმეებში გაუჩინარებულ თბილისზეა, რომელიც ახალ ეპოქასა და გარდატეხებს შეეწირა. მწერლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანი განახლებული სახით იბეჭდება.

გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
10.9
ნანახია
1101