shaqrobabua

ასტრიდ ლინდგრენი - ომის დღიურები


17

გაზიარება:

1939 წელს, მანამ, სანამ „პეპი გრძელიწინდა“ მსოფლიოში ცნობილ საბავშვო მწერლად აქცევდა, 32 წლის ასტრიდ ლინდგრენმა, სტოკჰოლმში მცხოვრებმა ორი შვილის დედამ და დიასახლისმა, მეორე მსოფლიო ომის კოშმარების დღიურებში აღწერა დაიწო და ამ საქმეს ისეთი გულმოდგინებით მოეკიდა, რომ 1945 წლის დასასრულამდე 17 წიგნაკის შევსება შეძლო.

 

„ომის დღიურებში“, როგორც მათ თავად უწოდებდა, ახალგაზრდა ქალის პირადი განცდების, მისი ოჯახის ყოველდღიური ცხოვრების და შვედეთში საკვებ პროდუქტებსა და პირველადი მოხმარების ნივთებზე დაწესებული ოფიციალური რაციონების გარდა, მსოფლიოში განვითარებული მოვლენები და ისტორიული მნიშვნელობის უამრავი მოვლენა და ფაქტია აღწერილი, რომელთაც ასტრიდი გაზეთებიდან ამოჭრილი ფაქტობრივი მასალითაც ამყარებდა. ასტრიდ ლინდგრენი იმხანად შვედეთის სახელმწიფო დაზვერვის საიდუმლო სამსახურის საფოსტო ცენზურის ბიუროში მუშაობდა, სხვებისთვის გასაიდუმლოებულ ინფორმაციას პირველწყაროებიდან – შვედეთიდან გაგზავნილი და შვედეთში გამოგზავნილი წერილებიდან – იღებდა.

 

ეს უნიკალური დოკუმენტური მასალა 2015 წელს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 70 წლის იუბილეზე, შვედეთში ერთ წიგნად გამოიცა და ძალიან მალე შვედი მკითხველის დიდი ინტერესიც დაიმსახურა.

 

შვედურიდან თარგმნა ლიკა ჩაფიძემ

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
17
ნანახია
2255