shaqrobabua

ჩარლზ დიკენსი - A Christmas Carol ადაპტირებული კლასიკა ინგლისურად


9.9

გაზიარება:

ადაპტირებული კლასიკის სერიაში შესული წიგნები ინგლისური ენის შესწავლაში ნებისმიერ მსურველს დაეხმარება, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებს, რადგან სერიაში შემავალი თითოეული დასახელება სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებსა და უცხო ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტულ მიზნებს. A Christmas Carol / საშობაო სიმღერა გამოიცა სერიაშიადაპტირებული კლასიკა ინგლისურად სავარჯიშოები • აუდიომასალა მეხუთე საფეხური – B2.1 ადაპტირებული კლასიკის სერიაში შესული წიგნები ინგლისური ენის შესწავლაში ნებისმიერ მსურველს დაეხმარება, განსაკუთრებით კი, მოსწავლეებს, რადგან სერიაში შემავალი თითოეული დასახელება სრულად შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებსა და უცხო ენის სწავლა-სწავლების პრიორიტეტულ მიზნებს. სერია აერთიანებს ინგლისურ ენაზე ადაპტირებულ, ილუსტრირებულ, კლასიკურ ნაწარმოებებს სავარჯიშოებითა და აუდიომასალით. აუდიომასალასა და წიგნში მოცემული სავარჯიშოების პასუხებს იპოვით ვებგვერდზე sulakauri.edu.ge. A Christmas Carol / საშობაო სიმღერა : ადაპტირებულია – ყველასთვის ცნობილი და საყვარელი კლასიკური ნაწარმოებები ადაპტირებულია ისე, რომ პასუხობს ინგლისური ენის, როგორც პირველი უცხოური ენის, მოთხოვნებს. ილუსტრირებულია – დეტალური და ფერადი ილუსტრაციები ამარტივებს წიგნის შინაარსის გაგებასა და გააზრებას. ავტორისა და კულტურის აღწერა – თითოეულ წიგნს ახლავს შესავალი ნაწილი, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია ავტორისა და ნაწარმოებში აღწერილი ამა თუ იმ კულტურის შესახებ. აუდიომასალა – ვებგვერდზე sulakauri.edu.ge განთავსდება შესაბამისი აუდიომასალა, რომლის მოსმენაც მოსწავლეებს „ონლაინ“ შეეძლებათ. აუდიომასალის უკეთ გასააზრებლად მათ წიგნში მოცემული სავარჯიშოები დაეხმარება მრავალფეროვანი სავარჯიშოები – პასუხობს ეროვნულ სასწავლო გეგმას და მიმართულია ლექსიკის, გრამატიკის, წაკითხულის გააზრების უნარების განვითარებისკენ; ასევე, თავს უყრის ზეპირი კომუნიკაციის წარმართვისათვის აუცილებელ რესურსებს. სურათების დაკავშირება შესაბამის სიტყვებთან; სიუჟეტური ილუსტრაციების დანომვრა სწორი თანამიმდევრობით; ტექსტებში აბზაცების, წინადადებების დასაწყისისა და დასასრულის მოძიება და მითითება; წინადადებისა თუ სიტყვის პოვნა აბზაცში; ტექსტში ნაცნობი სიტყვების მოძიება ინსტრუქციის მიხედვით; გამოტოვებული სიტყვის სწორად ჩასმა წინადადებაში; მოსასმენი სავარჯიშოები. A Christmas Carol /საშობაო სიმღერა სკოლის მოსწავლეებსა და ინგლისური ენის შესწავლის მსურველებს ენის საფუძვლიანად ათვისებაში დაეხმარება.

გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
9.9
ნანახია
1009