shaqrobabua

ზაზა დათიშვილი - შუაღამემდე სახლში ვიქნებით


16.9

გაზიარება:

ზაზა დათიშვილი ორენოვანი მწერალია, იგი შესანიშნავად წერს როგორც ქართულად, ისე რუსულად. მკითხველი კი გასაგები მიზეზების გამო რუსულენოვანი მეტი ჰყავს. მისი წიგნები დიდი ინტერესით, ხალისით და გულმოდგინებით იკითხება, რადგან ნიჭიერი ავტორი სრულყოფილად გვიხატავს ადამიანთა სახეებს, ფიქრსა და განწყობას. წინამდებარე წიგნში მისი ახალი რომანი და მრავალი მშვენიერი მოთხრობაა წარმოდგენილი. რომანში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის ამბებავია გადმოცემული. მეტად მოხდენილი სიუჟეტი მკითხველს ძალიან იზიდავს და ნაწარმოები სულმოუთქმელად იკითხება. აქ დახატული პერსონაჟების ბედი ერთმანეთთან საოცრადაა გადაჯაჭვული და ბოლოს მკითხველი ასკვნის, რომ ამ ომის წამოწყება დიდი დანაშაული იყო. მოთხრობებიდან სითბო სიყვარული და იუმორი იღვრება, მათი გმირები თითქოს ჩვენს ცხოვრებაში შემოდიან, ფიქრებში დააბიჯებენ და აღარასოდეს გვტოვებენ. წაიკითხეთ ეს წიგნი, თქვენს წინ ნამდვილი მწერალია.

გამომცემლობა
საუნჯე
ფასი
16.9
ნანახია
1119