shaqrobabua

კარლ სეიგანი - კოსმოსი


24.9

გაზიარება:

მთარგმნელი: ნოდარ მანჩხაშვილი

 

თქვენ წინაშეა კარლ სეიგანის ეპოქალური ნაშრომი „კოსმოსი“, რომელიც ყველა დროის პოპულარულ წიგნთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო, მხატვრულად საკითხავი სამეცნიერო ტექსტია.

წიგნში, რომელიც პირველად 1980 წელს გამოქვეყნდა, ავტორი მრავალმხრივ საკითხებს განიხილავს: როგორ წარმოიშვა სამყარო, გალაქტიკები, პლანეტები, დედამიწა, სიცოცხლე, ადამიანი? როგორ დაიბადა მეცნიერება? მარტონი ვართ თუ არა უსასრულო კოსმოსურ სივრცეში? რას გვამცნობენ კოსმოსში გაგზავნილი აპარატები თუ ექსპედიციები?  ნაშრომში განხილული ძირითადი მეცნიერული თემები ხშირად კვეთს კვლევის სხვა ტრადიციულ დარგებს – ისტორიას, ანთროპოლოგიას, ხელოვნებას, ფილოსოფიას, რის შედეგადაც მკითხველისთვის ცხადი ხდება, თუ რატომ არის მეცნიერება ასეთი მნიშვნელოვანი.

აღსანიშნავია, რომ ეს წიგნი მკითხველს მარტივ, მისთვის გასაგებ ენაზე აცნობს მეცნიერების უმთავრეს და რთულ საკითხებს.

კარლ სეიგანი (1934-1996), ასტრონომიისა და კოსმოსის კვლევის მეცნიერებათა დოქტორი, ასტროფიზიკოსი და მწერალი, ფიზიკის  მაგისტრი, ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დოქტორი და გენეტიკის დარგის მკვლევარი იყო.

„სეიგანის კვლევებმა მეცნიერება მთელი პლანეტის მასშტაბით შეცვალა. მისი ღვაწლი კაცობრიობის წინაშე განუზომელია“,  – ნათქვამია აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის განცხადებაში, რომელიც კარლ სეიგანის სიკვდილის შემდეგ, მისთვის უმაღლესი  ჯილდოს მინიჭებისას გავრცელდა.

„კოსმოსის“ ქართული გამოცემა უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ მას სხვა ფოტომასალასთან ერთად თან ერთვის ქართველ ასტროფოტოგრაფთა, დავით დვალის, დიმიტრი გოდერძიშვილის, ლაშა ებიტაშვილის, ლევან ვერძეულის, ბექა მამუკაშვილის, ტბელ აბუსერიძის, ნამუშევრები.

 

გამომცემლობა
ბაკურ სულაკაური
ფასი
24.9
ნანახია
1460