shaqrobabua

გურამ მეგრელიშვილი - როგორ ველაპარაკოთ შვილებს


28

გაზიარება:

მწერალი და კინოსცენარისტი გურამ მეგრელიშვილი 2009 წლიდან მასწავლებელია. ის, “აზროვნების აკადემიაში” დაარსების დღიდან მოზარდებთან მუშაობს ლიტერატურისა და შემოქმედებითი წერის მიმართულებით.

ამ წიგნში გამოქვეყნებული წერილები მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილების ერთგვარი შეჯამებაა, რომელიც, სხვადასხვა წლებში, და ჩვენი ერთგული მკითხველებისა და ჟურნალ mastsavlebeli.ge-ს აუდიტორიისთვის იწერებოდა.

 
„ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, რასაც ჩემი მოსწავლეები პირდაპირ ან ირიბად ასახელებდნენ, ოჯახური გარემოა. მოზარდებს უჭირთ ფორმულირება, რა გავლენას ახდენს მარტოხელა მშობლების, ოჯახური კონფლიქტების, ოჯახური ძალადობის ან ელემენტარული პირადი სივრცის არქონის საკითხები მათ აკადემიურ მოსწრებაზე, მაგრამ კითხვაზე, რომელ ფაქტორს გამოასწორებდნენ ცხოვრებაში ისე, რომ მათი სწავლისადმი მოტივაცია გაუმჯობესებულიყო, პირველ ხუთეულში აუცილებლად ასახელებენ ოჯახური გარემოს მოგვარებასაც.

როდესაც ბავშვებს ვაკვირდები, ისინი, ვინც თბილ, მზრუნველ გარემოში იზრდებიან, ნაკლები აქვთ შფოთვა, ემოციური დისკომფორტი, მშობლებისგან თანაბარ და სათანადო ზრუნვას იღებენ და სახლში მისვლა უხარიათ, უფრო მოტივირებულები არიან ცოდნის პერმანენტულად მისაღებად.

ასეთ ბავშვებს საშინაო დავალების გაკეთება უფრო მეტად გამოსდით მაშინ, როცა ოჯახური პრობლემების მქონე ან უსიყვარულო გარემოში გაზრდილი ბავშვები შინ თითქმის არასოდეს მეცადინეობენ.“

 ამონარიდი გურამ მეგრელიშვილის წიგნიდან „როგორ ველაპარაკოთ შვილებს“

გამომცემლობა
აზროვნების აკადემიის გამომცემლობა
ფასი
28
ნანახია
1320