shaqrobabua

ბექა ქურხული - ძველი მოთხრობები


14.9

გაზიარება:

,,საკუთარი ნაწერები ძალიან მალე მავიწყდება და ამიტომ, ამ კრებულზე ისე ვმუშაობდი, როგორც სხვის წიგნზე. უმარავი რამ გამიცოცხლდა თავიდან და ძალიანაც გამიხარდება, თუ მკითხველსაც ასევე გაუცოცხლდება ეს წიგნი. იქნებ, ვინმემ სწორედ ამ კრებულით გამიცნოს და ამ წიგნის ბედისწერაც ეგ იქნება და იღბალიც...“

როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, ეს წიგნი ,,ძველი ახალი“ კრებულია, რომელშიც სხვადასხვა დროის, ბედისა და ბიოგრაფიის მოთხრობები და ნოველებია თავმოყრილი.

წიგნში შესულია 2000 წლიდან 2013 წლამდე დაწერილი ნაწარმოებები, როგორიცაა მაგალითად მოთხრობა ,,მკვლელი“, რომელიც აფხაზეთის ომსა და ომის შემდგომ მოვლენებზეა. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოთხრობაა ავტორის შემოქმედებითიდან და დღემდე  მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ითარგმნება.

წიგნში ასევე შეგხვდებათ მოთხრობა ,,ორი მთვარის ამბავი“, რომელზეც ავტორი წერს, რომ უსამართლოდ ჩაიკარგა, ამ კრებულში კი მისი აღმოჩენის საშუალება კიდევ ერთხელ ექნება მკითხველს. კრებულში ასევე შესულია ბექა ქურხულის ყველაზე ადრეული მოთხრობა ,,თოვა, ფანჯარა, კაცები“, მოთხრობა ,,ბებო“, ,,შემოქმედი“ და სხვა.

ფასი
14.9
ნანახია
1085