shaqrobabua

მიხეილ ანთაძე - მიხაილ ბულგაკოვის სამი ცოლი და სამი ცხოვრება


17.9

გაზიარება:

მიხეილ ანთაძის ბიოგრაფიული რომანი – „მიხაილ ბულგაკოვის სამი ცოლი და სამი ცხოვრება“.

 წიგნი მეოცე საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის, მიხაილ ბულგაკოვის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს. ამ კაცმა, მართლაც სამი სრულიად განსხვავებული ცხოვრება გაიარა და ყველაფერი, რასაც ეს წიგნი გვიხატავს, ერთი პიროვნების თავს რომ არ გადამხდარიყო, თავისუფლად შეიძლებოდა სამ სრულიად განსხვავებულ სიუჟეტზე გვესაუბრა.

პირველი ნაწილი მეფის რუსეთის არსებობის ბოლო პერიოდს ემთხვევა, რომელიც მსოფლიო ომმა და რევოლუციამ სასტიკად გაანადგურა, მეორე მაწილი 20-იანი წლების – საბჭოთა ხელისუფლების პირველ დრამატულ პერიოდს ასახავს, ხოლო მესამე – 30-იანი წლების ტოტალიტარული დიქტატურის საშინელებას.

წიგნში შესულია ფოტოები და ილუსტრაციები.

გამომცემლობა
გამომცემლობა პეგასი
ფასი
17.9
ნანახია
1032