ვახტანგ ჯავახაძე - გალაკტიონის გარეშე


19.9

ვახტანგ ჯავახაძემ ნახევარ საუკუნეზე მეტხანს იღვაწა წიგნის სასახლეში – გამომცემლობაში, სადაც გაიარა ყველა თანამდებობა – რიგითი რედაქტორობიდან დირექტორობამდე. მას სხვადასხვა დროს საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა გასული საუკუნის რამდენიმე თაობის გამოჩენილ პოეტებთან, პროზაიკოსებთან, მთარგმნელებთან, კრიტიკოსებთან, წიგნის გრაფიკოსებთან, ცენზორებთან, მწერალთა მემკვიდრეებთან, სტამბებისა და წიგნით ვაჭრობის მუშაკებთან...

ვახტანგ ჯავახაძე ათეული წლების განმავლობაში ქართული პრესის ფურცლებზე აქვეყნებდა წერილებს, მოგონებებს, ჩანაწერებს და საუბრებს. ამჯერად პოეტმაა შეკრიბა ეს პუბლიკაციები და მოამზადა გამოსაცემად – რომანივით საკითხავ ერთი კაცის თავგადასავლად.

წიგნში, გარდა ძვირფასი ადამიანური და შემოქმედებითი ეპიზოდებისა, გაეცნობით საბჭოთა რეჟიმის დროინდელ საგამომცემლო სიძნელეებს, ცენზურასთან ფრთხილ და დაძაბულ ურთიერთობას ცეკასა და მოსკოვში, სადაც არცთუ იშვიათად უსიამოვნო საუბრები იმართებოდა.

გაეცნობით ოთხმოცდარვა წელს გადაცილებული მწერლის შემოქმედებით ინტერესებსაც.

ფასი
19.9
ნანახია
66