shaqrobabua

ზაალ სამადაშვილი - ჩემთან, თბილისში


12.9

გაზიარება:

თბილისის მცხოვრებნი, მისი ისტორია, ქუჩები, ხასიათები, ქართველი მწერლებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი თემაა.  მოთხრობების ეს კრებული, რომელშიც ახლებთან ერთად მწერლის ძველი მოთხრობებიცაა შეტანილი, ჩვენი ქალაქის  ერთგვარი ბიოგრაფიაცაა, დაწყებული ალექსანდრე დიუმას მოგზაურობის დროინდელი ტფილისიდან  დღემდე, აკინძული სხვადასხვა ასაკის ადამიანების  თავგადასავლებითა და თავად ავტორის მეხსიერებაში ჩაბეჭდილი ურბანული სურათებით.

ლაღად, ოსტატური მწერლური ენით მოთხრობილი ემოციური ამბები მკითხველებს საქართველოს დედაქალაქის სხვადასხვა ეპოქაში დაუვიწყარ მოგზაურობას ჰპირდება.

ზაალ სამადაშვილი, თანამედროვე ქართველი მწერალი, დაიბადა 1953 წელს. გამოცემული აქვს მოთხრობების  კრებულები: „როგორც ძველ იტალიურ ფილმებში“,  „ბოშები“, „სანდრო კანდელაკის ჩექმა“, „პლეხანოვური  ამბები“, „მოთხრობები ბიჭებისთვის“, „ალი გამურულ  შუშაში“, „დუეტი“. 2016 და 2019 წელს მიღებული აქვს  ლიტერატურული პრემია „საბა“.

გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
12.9
ნანახია
1568