shaqrobabua

ჯეინ ოსტინი - სიამაყე და მცდარი აზრი


14.9

გაზიარება:

სერიაში – „კლასიკა ბავშვებისთვის“ – უკვე გამოვიდა ინგლისურენოვანი ლიტერატურის კლასიკოსის, ჯეინ ოსტინის ორი ცნობილი რომანის ადაპტირებული ვერსიები.

ამ გამოცემებში ჯეინ ოსტინის კლასიკად ქცეული ნაწარმოები –  „სიამაყე და მცდარი აზრი“ პატარა მკითხველისთვის გასაგებ ენაზეა მოთხრობილი, ამავდროულად კი შენარჩუნებულია ავტორის ოსტატური და მომხიბვლელი სამწერლო სტილი.

იმისთვის, რომ წარმოსახვითი მოგზაურობა მე-18 საუკუნის ინგლისში კიდევ უფრო მარტივი იყოს, გამოცემებს თან ერთვის მოკლე ინფორმაცია რომანებში აღწერილი ეპოქის შესახებ. წიგნებს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ყდის დახვეწილი დიზაინი და ილუსტრაციები.
ასაკი: 8+

აღწერა: ელიზაბეთ ბენეტი ხუთ დას შორის ასაკით მეორეა. ბენეტების დედა მუდამ ქალიშვილების მომავალზე ფიქრობს. სურს, ხუთივე ქალიშვილი დროულად დააქორწინოს, თუმცა ელიზაბეთისთვის მთავარი სიყვარულია. მეჯლისზე ელიზაბეთი მისტერ დარსის გაიცნობს, რომელიც ამაყი და ქედმაღალი კაცი ჩანს. მაგრამ პირველი შთაბეჭდილება შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს…

ჯეინ ოსტინის კლასიკური ნაწარმოების თანამედროვე, მხიარული ილუსტრაციებით გაფორმებული ადაპტაცია.

გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
14.9
ნანახია
1218