shaqrobabua

ჯეინ ოსტინი - ემა


14.9

გაზიარება:

სერიაში – „კლასიკა ბავშვებისთვის“ – უკვე გამოვიდა ინგლისურენოვანი ლიტერატურის კლასიკოსის, ჯეინ ოსტინის ორი ცნობილი რომანის ადაპტირებული ვერსიები.

ამ გამოცემებში ჯეინ ოსტინის კლასიკად ქცეული ნაწარმოები –  „ემა“ პატარა მკითხველისთვის გასაგებ ენაზეა მოთხრობილი, ამავდროულად კი შენარჩუნებულია ავტორის ოსტატური და მომხიბვლელი სამწერლო სტილი.

იმისთვის, რომ წარმოსახვითი მოგზაურობა მე-18 საუკუნის ინგლისში კიდევ უფრო მარტივი იყოს, გამოცემებს თან ერთვის მოკლე ინფორმაცია რომანებში აღწერილი ეპოქის შესახებ. წიგნებს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ყდის დახვეწილი დიზაინი და ილუსტრაციები.
ასაკი: 8+

აღწერა: ემა ვუდაჰაუსი ლამაზი, ჭკვიანი და მდიდარია. იგი ჰაიბერში საყვარელ მამასთან ერთად ცხოვრობს. ოცდაერთი წელი ისე შეუსრულდა, დიდად არაფერს შეუწუხებია; მაგრამ ემას ცხოვრებაში მრავალი ახალი საზრუნავი ერთდროულად იჩენს თავს მას შემდეგ, რაც მისი გუვერნანტი ქორწინდება და საკუთარ სახლში გადადის საცხოვრებლად. ბუნებით მზრუნველი და ყურადღებიანი ემა დროს სხვებზე ფიქრსა და სამომავლო გეგმების შედგენაში ატარებს, მაგრამ ნაირგვარ უერთიერთობებში ახლართულ გოგონას ავიწყდება, რომ შეიძლება უნებურად მეგობარსაც ატკინო გული და საკუთარ გრძნობებში გარკვევაც გაგიჭირდეს.

ჯეინ ოსტინის კლასიკური ნაწარმოების თანამედროვე, მხიარული ილუსტრაციებით გაფორმებული ადაპტაცია.

გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
14.9
ნანახია
1222