shaqrobabua

ზვიად კვარაცხელია - დარეკე! დაუბარე!


9.95

გაზიარება:

„დარეკე! დაუბარე!“ ექოების წიგნია. ყორნების ნახმევის მოხელთება მწერლების საქმეა. ეს ფრინველები კი, უფრო ხშირად, მარადისობის საზღვრებს, საიქიო-სააქაოს ჯებირებს დასტრიალებენ. სწორედ ეს ექოები ისმის ზვიად კვარაცხელიას ახალ წიგნში ისევე მკაფიოდ, სულისშემძვრელი სევდითა და თვალუწვდენელი იმედით, როგორც ეს მხოლოდ ყორნებს შეუძლიათ.

 

 

„დარეკე! დაუბარე!“ დოკუმენტური ნოველების, ჩანაწერებისა და ლიტერატურული პორტრეტების კრებულია. თითოეულ წერილს თუ ნოველას ჰყავს თავისი პერსონაჟი – საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანები, მწერლები, მოღვაწეები თუ ყველასთვის უცნობი, უჩინო ადამიანები.

 

 

ამ წიგნში გაცოცხლებული საზოგადოება ერთგვარი „იდეალური მოდელია“, რომლის მეშვეობითაც ზვიად კვარაცხელია მკითხველში იმედს აღვივებს – პიროვნული შესაძლებლობების, თავგანწირვის, სიყვარულის იმედს.

ფასი
9.95
ნანახია
1149