დარწმუნებული ხართ?
გაზიარება:
ლობიოს დაჩურჩვა თანამეინახესთან ერთად – პასტორალური სამყაროს, გნებავთ, ფილოსოფიური ნადიმის მეტაფორაა, რომელშიც ერთმანეთზე უფრო ძნელი და მტკივნეული საკითხებია გაცხადებული.
ვიესლავ მიშლივსკის ამ რომანში თავი მოიყარა მე-20 საუკუნის უმთავრესმა პრობლემებმა (ომი, დევნილობა, შიმშილი, ღმერთის ძიება და ა. შ.); რომანის პროტაგონისტის საგულისხმო პროფესია – ელექტრიკოსობა – ტექსტის ძაბვის ხარისხიცაა: მისი (და მთელი ეპოქის) თავგადასავალი „ბუნებრივი განათების“ ფონზე იკითხება – ლამპის გამჭვირვალე ალიდან ელექტრონათურის მძლავრ სხივამდე.
რომანი „ტრაქტატი ლობიოს დაჩურჩვის შესახებ” დაჯილდოებულია პრესტიჟული პოლონური პრემიით „ნიკე“.
პოლონურიდან თარგმნა ამბროსი გრიშიკაშვილმა