shaqrobabua

ლეონარდო და ვინჩი - ტრაქტატი ფერწერის შესახებ


24.9

გაზიარება:

„ტრაქტატში ფერწერის შესახებ“, რომელიც ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა, ლეონარდო და ვინჩი (1452-1519 წწ.) ამტკიცებს ფერწერის, როგორც მეცნიერების, უპირატესობას ქანდაკებასთან, მუსიკასთან და პოეზიასთან შედარებით; აყალიბებს შუქ-ჩრდილების თეორიას, ადამიანის თვალით აღქმული განათებისა და სიბნელის ძირითად პრინციპებს; აკვირდება, თუ როგორ ცვლის პერსპექტივას თვალსა და ობიექტს შორის მოქცეული ჰაერი; ლეონარდო პირველია, რომელიც ხსნის, თუ როგორ წარმოიქმნება ცის სილურჯე; მისი ტრაქტატი შეიცავს მინიშნებებს დედამიწის სფეროსებრი ფორმის შესახებ; ლეონარდო სწავლობს ხეების ზრდის კანონზომიერებებს, აკვირდება ქსოვილებსა და მათ თვისებებს, იკვლევს ჰორიზონტის აღქმის თავისებურებებს. მკვლევრები გამოთქვამენ აზრს, რომ ტრაქტატი ლეონარდოს ქმნილებების გაგებისთვის საუკეთესო ავტოკომენტარია. წიგნი დღესაც იპყრობს ხელოვნებისა და მეცნიერების ისტორიით დაინტერესებული მკითხველის ყურადღებას.

წიგნი გამოიცა იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის
სამინისტროს თანადაფინანსებით.

განსაკუთრებული მადლობა: მარიამ გველესიანს, რადიშ თორდიასა და ლალი კოკაიას.

გამომცემლობა
პეგასი
ფასი
24.9
ნანახია
1089