shaqrobabua

ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო - ოქმი


11.9

გაზიარება:

ფრანგულიდან თარგმნა ვლადიმერ რაქვიაშვილმა

 

ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს ოქმი არის ამბავი ერთი ადამიანისა, ადამ პოლოსი, რომელიც, ყოველდღიურ ყოფას გაქცეული, განმარტოებულ სახლში ცხოვრობს. დღეებს ფანჯრიდან პეიზაჟის ცქერაში ატარებს. ზოგჯერ პოლო ტოვებს თავის საცხოვრებელს და სტუმრობს ქალაქს – კაფეებს, სანაპიროს. ერთ დღეს ის საზოგადოებრივ ცხოვრებას იწყებს. თუმცა რეალური სამყარო მას ააღელვებს და ყოველდღიური ცხოვრების სცენები შიშით აღავსებენ. პოლოსთვის საგნებს, ფაქტებს თუ პეიზაჟებს ფერმკრთალი და მოწყენილი იერი აქვთ. სამყარო მის ირგვლივ თითქმის ამოუხსნელია. საბოლოოდ, პოლოს ურბანული ჯოჯოხეთის სიგიჟე იპყრობს...

 

2008 წლის ნობელიანტი მწერლის, ლე კლეზიოს სადებიუტო რომანი ოქმი, რომელიც 23 წლისამ დაწერა, გონკურის პრემიის ნომინანტი და რენოდოს პრემიის ლაურეატი გახდა.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
11.9
ნანახია
966