shaqrobabua

წერილები წარსულიდან


44.9

გაზიარება:

უნდა ვაღიაროთ, რომ უცხო ადმიანების პირადი წერილები, უბის წიგნაკის ჩანაწერები, ჩანახატები თუ მინაწერები ფრიად ამაღელვებელია და თუ ისინი ამ ადამიანების ცხოვრებისეული ფაქტების ამსახველია და არა ჭორი, მაშინ გულგრილად დარჩენა შეუძლებელია.

დღეს, ინტერნეტისა და მობილური კავშირის ეპოქაში, ეპისტოლარული ჟანრი თითქმის აღარ არსებობს, მაგრამ უცებ თუ გაგიჩნდებათ სურვილი ვინმესთვის წერილის მიწერისა ამის სწავლის საშუალებას მოგცემთ ილია, გალაკტიონი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, ვახტანგ ჭაბუკიანი, მერაბ კოსტავა, კოტე და სოსო წერეთლები, თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის დამთვალიერებელთა წერილები.

წიგნში წარმოდგენილია თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების სამუზეუმო ფონდებსა და საცავებში დაცული მასალები, რომელიც ხშირად ცდება პირადული მიმოწერის შინაარსს და ეპოქალურ მნიშვნელობას იძენს.

გამოცემაში თავმოყრილია: ილია ჭავჭავაძის, ოლღა გურამიშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, მარჯორი უორდროპის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ოლღა ოკუჯავას, მელიტონ ბალანჩივაძის, ზაქარია ფალიაშვილის, კალისტრატე ცინცაძის, ივანე რატიშვილის, ილია ზურაბიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ვახტანგ ჭაბუკიანის, გალინა კუზნეცოვას, მერაბ კოსტავას, კოტე და სოსო წერეთლების, თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის დამთვალიერებელთა წერილები.

წიგნში გამოყენებულია თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებში დაცული საარქივო მასალები და დღემდე გამოუქვეყნებელი წერილები საქართველოს უახლესი წარსულიდან.

გამომცემლობა
თბილისის მუზეუმების გაერთიანება
ფასი
44.9
ნანახია
882