shaqrobabua

ვახტანგ ჯავახაძე - თურმეობითი


24.9 11.5

გაზიარება:

 

ვახტანგ ჯავახაძის ახალი კრებული „თურმეობითი“ ბოლო ხუთ წელიწადში დაწერილ ლექსებს აერთიანებს. მუდმივად თანამედროვე და უაღრესად საინტერესო პოეტის ამ ლექსებს კი ასაკის შესაბამისი ფილოსოფიური და ამავე დროს მუდმივად (თვით)ირონიული განწყობა კრავს – განვლილი ცხოვრების გადახედვის, ხსოვნის, მონატრების და მოგონების, სინანულის და აღსარების, ძველ „კერპებთან“ დინჯი და კრიტიკული დიალოგის განწყობა.
 
ფორმის და შინაარსის მოქნილი მრავალფეროვნება, კულტუროლოგიური პალიტრა, ქრონოსისა და ტოპოსის ლირიკული ანაბეჭდები – ეს აქცენტები ვახტანგ ჯავახაძის პოეზიას უნიკალურ მხატვრულ-ენობრივ კატეგორიად აქცევს, სიცოცხლის თურმეობით შედეგს კი საიდუმლოს სიღრმით მსჭვალავს.
 
პოეტის ლირიკულ ლექსებთან ერთად კრებულში შესულია ბოლო დროის ერთ-ერთი შედევრი, გახმაურებული რეკვიემი „ელეგია“, რომელიც ამჯერად განახლებული/შევსებული სახით იბეჭდება.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
11.5
ძველი ფასი
24.9
ნანახია
1381