shaqrobabua

ლილი ალფაიძე - ციყვი, ნანუნა და კეთილი ბიჭუნა


24.9

გაზიარება:

„ლილი ალფაიძის ზღაპრები ჩანახატებს ჰგავს, ლაკონიურია და თანამედროვე ცხოვრების რეფლექსირებით ბავშვებთან სასაუბრო თემებს ხსნის – თითქოს ზღაპრის წაკითხვით ამბავი კი არ სრულდება, არამედ ეს მშობელსა და შვილს შორის დიალოგის ბიძგია. რასაც ბავშვები ვერ გაიგებენ, პასუხი დიდებმა უნდა გასცენ, პატარებთან ერთად იფიქრონ და იმსჯელონ თემებზე, რომლის წამოწევასაც ავტორი ცდილობს: მიუსაფარი ცხოველების მოვლა, ბოდიშის მოხდის მნიშვნელობა თუ სიკეთის გადამდები ბუნება.

ამ წიგნის ავტორი ზღაპრებს ბავშვობიდან წერდა – ქმნიდა ერთგვარ თავშესაფარსა და რეალობის უკეთეს ალტერნატივას, რის საშუალებასაც ეს ჟანრი იდეალურად იძლევა. 12 წლისას, როცა უკვე დაუგროვდა ჩანაწერები, სახელოვანი მწერლისგან, ოტია იოსელიანისგან დიდი სტიმულიც მიუღია: „ფანტასტიკურ სახელებს იგონებ და ბევრი უნდა წეროო“.

რჩევას ბოლომდე მისდია და დღეს, როცა ლილი უკვე დედაა, როცა არსებობს ზღაპრების კონკრეტული ადრესატი – მისი პატარა გოგონა, ავტორს სურს საკუთარი სამყარო სხვებსაც გაუზიაროს და სხვა ბავშვებთან ერთად მშობლებიც შეიპატიჟოს“, – ეკატერინე ტოგონიძე.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
24.9
ნანახია
1641