shaqrobabua

აგათა კრისტი - როჯერ ეკროიდის მკვლელობა


11.95

გაზიარება:

ერკიულ პუარომ ჩათვალა, რომ მშვიდი, უშფოთველი ცხოვრების დრო დადგა. ამიტომ ყველა საქმეს ჩამოშორდა და ინგლისის პატარა სოფელ ქინგზ-ებოთში თავისი საყვარელი ყაბაყის მოსაყვანად დასახლდა. მაგრამ თითქოს დანაშაული თავად დაეძებს დიდ მაძებარს – ამ მყუდრო სოფლის სიმშვიდეს მისის ფერარის იდუმალი სიკვდილი (მკვლელობა თუ თვითმკვლელობა?) არღვევს... უფრო მეტიც, ქალის სიკვდილიდან რამდენიმე დღეში მდიდარ ფაბრიკანტს, როჯერ ეკროიდს, კლავენ! სოფელში უმალ ალაპარაკდნენ ამ ორი შემთხვევის ურთიერთკავშირზე – მისის ფერარისა და როჯერ ეკროიდის რომანზე, რომელიც მომხდარს მეტ იდუმალებას სძენს. მკვლელის ვინაობა და მოტივი უცნობია. ერკიულ პუარო საქმეს უბრუნდება. ახლა მან უნდა უპასუხოს ბუნდოვან შეკითხვებს, იპოვოს მკვლელი... ვინ იცის, ეგებ ეს შემთხვევა დიდი მაძებრის ყველაზე საინტერესო საქმეც კი აღმოჩნდეს!

გამომცემლობა
პალიტრა L
ფასი
11.95
ნანახია
895