shaqrobabua

მაია პატარიძე - დავით აღმაშენებელი.- ნუმიზმატიკური მემკვიდრეობა


19.9 12.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 130

გამოცემის წელი: 2022

 

2021 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საქართველოში მოპოვებული დავით აღმაშენებლის გამოსახულებიანი სპილენძის ორი მონეტა შემოვიდა. ამ ტიპის მონეტა დღემდე უნიკუმად იყო ცნობილი, არსებული ერთადერთი ეგზემპლარი ბრიტანეთის მუზეუმში ინახებოდა. 

 

ნაშრომში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ახლად აღმოჩენილი ნუმიზმატიკური ძეგლების ტიპოლოგიასა და იკონოგრაფიულ კვლევას. მოყვანილია ასევე კარგად ცნობილი ლონდონური ცალის ნუმიზმატიკურ-მეტროლოგიური ანალიზი.

 

წიგნში დეტალურად არის ნაჩვენები ამ მონეტების იკონოგრაფიული თავისებურებები, რაც  ზოგიერთი ისტორიული ფაქტის დაზუსტების საშუალებას იძლევა. ახალი ნუმიზმატიკური მასალის გამოჩენამ ახალი შტრიხები შესძინა ამ სამონეტო ტიპს და მკაფიოდ გამოკვეთა დავით აღმაშენებლის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ერთ-ერთი ხაზი, კერძოდ, მისი ჯვაროსნებთან ურთიერთობის საკითხი, რაც დღემდე მეცნიერთა შორის დიკუსიის საგანს წარმოადგენს. 

 

წიგნში ასევე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული სახელოვან ქართველ მონარქთან დაკავშირებული სხვა არტეფაქტებიც, რომლებიც  ნუმიზმატიკურ ძეგლებთან ერთად ფართო ისტორიულ კონტექსტშია განხილული.

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
12.9
ძველი ფასი
19.9
ნანახია
2208