shaqrobabua

ჰაინერ მიულერი - პიესები


15.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 252

გამოცემის წელი: 2022

თქვენ წინაშეა სახელგანთქმული გერმანელი დრამატურგის ჰაინერ მიულერის რვა ცენტრალური პიესის ქართული თარგმანი. შეიძლება ითქვას, რომ ამ რადიკალური მხატვრული სახე-ხატებით სავსე, ნიადაგ მწარე ირონიით და ნიადაგ სულისშემძვრელი დრამატული სიტუაციებით აგებულ ტექსტებში, ექსპერიმენტულ ფორმებში და მსოფლიო ლიტერატურის შედევრების დეკონსტრუქციებში მომდევნო თაობებისთვის გადასაცემად გახსნილია მეოცე საუკუნის გამოცდილებათა შიფრი, რომელიც ჯერ კიდევ ელის თეატრალურ სცენაზე თავის სათანადო ხორშესხმას.

წიგნში შესულია შემდეგი პიესები: 

ფილოკტეტე; ჰორაციელი; მაუზერი; ბრძოლა; ჰამლეტ-მანქანა; მისია; კვარტეტი; წამხდარი ნაპირი მედეას მასალა ლანდშაფტი არგონავტებით

მთარგმნელის შესახებ: დრამატურგი და რეჟისორი გიორგი ჯამბურია დაიბადა 1992 წელს თბილისში. გურამ რამიშვილის სახელობის მეექვსე საჯარო სკოლის დამთავრების შემდეგ გერმანული აკადემიური სამსახურის (DAAD) სტიპენდიით სასწავლებლად გაემგზავრა გერმანიაში. ჯერ ჰაიდელბერგის კოლეჯში, შემდეგ ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ფილოსოფიისა და გერმანული ფილოლოგიის ფაკულტეტებზე. 2016 წელს მან განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიით ჩააბარა ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტში დრამატურგიის ფაკულტეტზე, რომელიც 2020 წელს „გველის მჭამელის“ მოტივებზე აგებული სადიპლომო პიესით წარჩინებით დაასრულა. გიორგი ჯამბურიას პირველი პიესა „იმპერატორ ჰელიოგაბალის სიკვდილი“ დადგმულია ბერლინის, პოტსდამის და გრაცის თეატრების სცენებზე.

გამომცემლობა
ბუქმანია
ფასი
15.9
ნანახია
1476