shaqrobabua

ნუკა გაგუა - პარალელური ნაპირი


9.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 156

გამოცემის წელი: 2022

რა ამბებს ინახავენ ჩვენი მშვენიერი ბებიები? ან რა საიდუმლო ბარათს მალავს ზღვისგან გამორიყული ბოთლი?..

 

ამ მცირე რომანში ბევრი კითხვა და პასუხია, ბევრიც – საიდუმლო, სევდა და სიხარული. „პარალელური ნაპირი“ ნუკა გაგუას ლიტერატურული დებიუტია, რომელიც ერთი სამეგობროს და მათი შთამომავლობის საუკუნოვან ისტორიას გვიყვება – საქართველოს გასაბჭოებიდან კორონა-პანდემიამდე. ეს არის წიგნი ადამიანურ მარცხსა და გამარჯვებებზე, მსხვერპლსა და ჯალათებზე, შიშსა და სიყვარულზე.

 

„პარალელურ ნაპირში“ აღწერილი ამბები ჩვენი წარსული ისტორიის ანარეკლებია. მთავარი გმირების – ერთი დიდი სამეგობროს – საგა კი, ამ წარსულის ულმობელ ქარტეხილებში გადარჩენილ სიკეთეზე მოგითხრობთ. ეს სიკეთე აქტიური და გადამდებია – ის ზღაპარივით აბოლოებს ყველა თავგადასავალს, წარმავალ ცხოვრებას კი მარადიულ სიცოცხლედ აქცევს.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
9.9
ნანახია
1245