shaqrobabua

ვალიკო ჯუღელი - მძიმე ჯვარი (სახალხო გვარდიელის ჩანაწერები)


28.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 396

გამოცემის წელი: 2022

ვალერიან (ვალიკო) ჯუღელი (1887-1924) სახალხო გვარდიის
ერთ-ერთი დამფუძნებელი და მისი უცვლელი მეთაური იყო.
მისი დღიური „მძიმე ჯვარი“ საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის ბრძოლების ქარ-ცეცხლში იწერებოდა და
პირველად 1920 წელს გამოქვეყნდა რუსულ ენაზე. 1921
წლის საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ, ეს წიგნი
აკრძალული იყო, ხოლო კონტექსტიდან ამოგლეჯილ
ფრაზებსა და ნაწყვეტებს საბჭოთა პროპაგანდა სახალხო
გვარდიისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
წინააღმდეგ იყენებდა.
დღეს „მძიმე ჯვარი“ პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე
სრული სახით. სარედაქციო ჯგუფმა საცნობარო აპარატით
აღჭურვა ეს გამოცემა - მოიძია და დააზუსტა პერსონალიები, მაქსიმალურად განმარტა
მოვლენათა კონტექსტი და ეს უაღრესად პოლიტიკური და ამავდროულად პირადი
ქრონიკა, თანამედროვე მკითხველისათვის ეპოქის ერთგვარ ცნობარად აქცია.

გამომცემლობა
ზიარი
ფასი
28.9
ნანახია
1967