shaqrobabua

ნესტან ნენე კვინიკაძე - პულოვერში


14.9

გაზიარება:

მაგარი გარეკანი

გვერდი: 90

გამოცემის წელი: 2021

ნესტან ნენე კვინიკაძის „პულოვერში“ იმ წიგნებს მიეკუთვნება, რომელსაც ხშირად უნდა მიუბრუნდე, კარგად რომ გაიაზრო ყველა ის თემა და პრობლემა, რაზეც ავტორი წერს და გაფიქრებს.

 

სხვადასხვა მედიუმისთვის მომზადებულ, ასევე, ონლაინ-გამოცემებში დაბეჭდილ ესეიებსა და პუბლიცისტურ წერილებში თითქმის ყველაფერია, რაც თანამედროვე სამყაროში პატარა და დროში გამოცდილი ქვეყნის შვილებს გადასარჩენად გვჭირდება. ისე, რომ საუკუნეების განმავლობაში გათავისებული ღირებულებებიც არ დავკარგოთ და უწყვეტი ცვლილებების ეპოქაშიც შევინარჩუნოთ სიცოცხლისუნარიანობა.

 

ამბებს ამბები ცვლის, ავტობიოგრაფიულ თხრობაში ლაღად და ორიგინალურად შემოდის ყველასთვის ნაცნობი პროფილები, მათი ცი ტატები, მათი სივრცე; მთავარი აქცენტები მკვეთრდება, ზოგან მინიშნებულია, ერთმანეთს ავსებს რეტრო და „საუკუნე უახლესი“, თავისი აუცილებელი ნიშნებით. ავტორი ცდილობს, გულსა და გონებაში გაატაროს ყველაფერი, რაც მის მეხსიერებას და ყოველწუთიერ შეგრძნებებს შემორჩენია. ცდილობს, თავისუფალ ადამიანზე დაწეროს და იმ გარემოზე, რომელიც ამ თავისუფლებას აფერხებს და აგულიანებს კიდეც...

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
14.9
ნანახია
320