ალექსანდრე ყაზბეგი - 100 ამბავი
13.9
რბილი გარეკანი
გვერდი: 172
გამოცემის წელი: 2022
XIX საუკუნის ქართველ კლასიკოსთა შორის ალექსანდრე ყაზბეგი თავისი ცხოვრებისეული დრამატიზმით სრულიად გამორჩეული ფიგურაა. ხევის უმდიდრესი მებატონის შვილმა ტრაგიკული გზა განვლო, ფუფუნებიდან – უკიდურეს სიღატაკემდე.
მედუქნე, მეცხვარე, მსახიობი, ჟურნალისტი, მწერალი – ეს ყაზბეგის „პროფესიათა“ არასრული ჩამონათვალია. მისი არაორდინარული ცხოვრების წესი მწერლის სიცოცხლეშივე იქცა დიდი მითქმა-მოთქმის საგნად. სანდრომ მრავალჯერ იწვნია დაუმსახურებელი გულისტკენა ახლობლებისა და უცხოების მხრიდანაც კი. როგორც აკაკი წერეთელი იტყოდა, „ქართველი საზოგადოება ცოტა პირშავად არის მასთან“.
წიგნში მკითხველი გაეცნობა ბავშვივით მგრძნობიარე, ფაქიზი სულიერი სამყაროს მქონე, საკუთარი ქვეყნისა და მწერლობის სიყვარულით სავსე შემოქმედს.
შემდგენლები: ლევან ბებურიშვილი და ანა პაპოშვილი
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 13.9
- ნანახია
- 1294