shaqrobabua

მანანა ვარდიაშვილი, ქიმია VIII კლასი


10

გაზიარება:

სახელმძღვანელოს შინაარსი დაყოფილია თავებად, თავები პარაგრაფებად. პარაგრაფის სტრუქტურაში გათვალისწინებულია: ტექსტი, დავალებები და სავარჯიშოები, სხვადასხვა სახის დიდაქტიკური მასალა.

თითოეული თავის დასაწყისში მოკლედაა ფორმულირებული ამ თავის შესწავლის მიზანი და ამოცანა. თავის ბოლოს მოცემული დავალებები კი ცოდნის განზოგადებასა და სისტემატიზებას უწყობს ხელს.

სახელმძღვანელოში გამოყენებულ ყველა სქემას, ცხრილს, გრაფიკს ილუსტრაციას აქვს კონკრეტული დიდაქტიკური დატვირთვა. ის ხელს უწყობს ცნების, მოვლენის არსის ღრმად გააზრებას, გამოკვეთს სისტემის შიგნით არსებულ კავშირებსა და მიმართებებს, წყობასა და სტრუქტურას, ამ სისტემების კავშირს სხვა სისტემებთან.

სახელმძღვანელოს ერთვის სხვადასხვა სახის მრავალფეროვანი საცნობარო მასალა. ყველა სახის დავალებას, რუბრიკას, ღონისძიებას აქვს თავისი აღნიშვნა. მოცემულია აღნიშვნები ჯგუფური და წყვილებად მუშაობისათვის.

ფასი
10
ნანახია
639