გელა ჩარკვიანი - იმ დროს


9.9

როგორ ვცხოვრობდით „იმ დროს“, როცა საქართველო სსრკ-ს შემადგენლობაში შედიოდა და როგორც ამ წიგნის ავტორი ამბობს, „ერის მთავარი ფუნქცია – სახელმწიფოებრიობის საშუალებით საკუთარი ბედის განკარგვა, წართმეული ჰქონდა“.

 

გელა ჩარკვიანი სოციალისტური რესპუბლიკის პირველი პირის ოჯახში დაიბადა და საკუთარ თავზე გამოსცადა სისტემის სიკეთენი და მარწუხები, პოლიტიკური პირამიდის წვერზე ყოფნის ფუფუნებაც და ის ხილული/უხილავი წინაღობებიც, რომელიც რკინის ფარდის მიღმა გაღწევის გზაზე შეიძლება შეხვედროდა საბჭოთა ადამიანს.

 

ამ წიგნიდან გაიგებთ, როგორი იყო საბჭოური სნობიზმი, სად უნდა შეეღწია საბჭოთა ადამიანს იმისათვის, რომ აესრულებინა თავისი ოცნებები და რა მაგიური ძალა ჰქონდა სიტყვა „ბაზას“. რა საფრთხეებს შეიცავდა სიტყვა невыездной და რისი ცოდნა მოეთხოვებოდა საბჭოთა მოზარდს, არტეკის პრესტიჟულ ბანაკში მოსახვედრად; და კიდევ ბევრი საინტერესო რამ 70 წლიანი რეჟიმის შესახებ გელა ჩარკვიანის ახალ წიგნში.

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
9.9
ნანახია
29