shaqrobabua

გივი ელიავა - სამეგრელო - ტოპონიმიკური ატლასი (აბაშის, მარტვილის, სენაკის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები) 


150

გაზიარება:

მაგარი გარეკანი

გვერდი: 208

გამოცემის წელი: 2022

ატლასი აერთიანებს სამეგრელოს ერთი ნაწილის – აბაშის, მარტვილის, სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ტოპონიმიკურ რუკებს, რომლებიც მოამზადა ისტორიკოსმა და ეთნოგრაფმა, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დამაარსებელმა გივი ელიავამ. ეს უნიკალური მასალა დღეისათვის ამავე მუზეუმშია დაცული. ავტორის დიდი სურვილი იყო არა მარტო სამეგრელოს, არამედ საქართველოს ყველა კუთხის სრული ტოპონიმიკური ატლასების გამოცემა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს მას არ დასცალდა. ნიგნი ტოპონიმიკური მასალის ამგვარი სახით გამოცემის ერთ-ერთი პირველი შემთხვევაა ქართულ სინამდვილეში. ადგილთა სახელწოდე ბების პუბლიკაცია სათანადო რუკების თანხლებით ორიგინალური და ამავდროულად მომხმარებელთათვის დიდად პრაქტიკული საშუალებაა. გამოცემაში წარმოდგენილია როგორც ტოპონიმიკური რუკები, ისე ტოპონიმთა ჩამონათვალი და შესაბამისი დოკუმენტური ინფორმაცია. გამოცემა დიდ სამსახურს გაუწევს საქართველოს ისტორიით, გეოგრაფიით, ეთნოლოგიითა და ქართული ენათმეცნიერებით დაინტერესებულ საზოგადოებას. აბაშის, სენაკისა და ჩხოროწყუს ტოპონიმიკური რუკები ქვეყნდება პირველად.

 

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
150
ნანახია
1036