shaqrobabua

ირაკლი სამსონაძე - წერილები მეგობარს


16.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 194

გამოცემის წელი: 2022

„წერილები მეგობარს“ ირაკლი სამსონაძის ესეისტურ-დოკუმენტური წერილებისა და ჩანაწერების კრებულია, რომელიც შემოქმედებითი პროცესის იდუმალ და წინააღმდეგობებით სავსე ლაბორატორიაში შეუძღვება მკითხველს. ავტორი ამ შთამბეჭდავი ტექსტებით წერის ალქიმიაზე, იმ სამყაროს ნიუანსებზე მოგითხრობთ, რომელიც, როგორც წესი, მკითხველისთვის მუდმივად კადრის/ფარდის მიღმაა.

 

კრებულში ჩნდება იმ შემოქმედთა პორტრეტებიც, რომ ლებიც ირაკლი სამსონაძის ლიტერატურული თავგადასავლის  ნაწილად ქცეულან – ნუგზარ შატაიძე, თამაზ ბაძაღუა, ბადრი ჭოხონელიძე და ა. შ.

 

მწერლური გამოცდილება და თხრობის ეპისტოლური მანერა ამ წერილებს გულწრფელობის უმაღლეს ხარისხს ანიჭებს, ქვეტექსტების დრამატურგიული ძარღვი კი კრებულს დაძაბული მთლიანობით კრავს. „წერილი მეგობარს“ ერთგვარი წიგნი-შთაბეჭდილებაა, შემოქმედებით პაუზებში მოხელთებული დრო-სივრცისა და იდეების ტვიფრით.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
16.9
ნანახია
1138