shaqrobabua

ფარლი მოუეტი - ნუ იყვირებ: მგელი, მგელი!


17.95

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 180

გამოცემის წელი: 2022

ინგლისურიდან თარგმნეს: ნანა კიკნაძემ და ალექსანდრე ქორელმა

ეს წიგნი არქტიკული მგლების ოჯახთან გატარებულ ერთ ზაფხულზე მოგვითხრობს. ფარლი მოუეტს კანადის ტუნდრაში აგზავნიან მგელზე დაკვირვების საწარმოებლად. მგლების მიერ ჩრდილოეთის ირმის, კარიბუს პოპულაციის განადგურება ეროვნული მნიშვნელობის პრობლემაა და ახალგაზრდა ბიოლოგი მთელი შემართებით იწყებს მტაცებლების ყოფის შესწავლას. იგი მალევე ხვდება, რომ თავადაც დაკვირვების ობიექტია – ცნობისმოყვარე მგლები დიდ გამჭრიახობას იჩენენ და არც იუმორის ნაკლებობას უჩივიან. მათი ცხოვრების ნირის, ჩვევებისა და მგელ-კარიბუს ურთიერთობის შემყურე მეცნიერი გაოგნებულია – სახელმძღვანელოებში ამოკითხული არაფრით ემთხვევა მგლების ნამდვილ ყოფას.

კანადელი მწერლის, ბიოლოგისა და ბუნების დამცველის, ფარლი მოუეტის (1921-2014) ავტობიოგრაფიული წიგნი «ნუ იყვირებ: მგელი, მგელი!» (1963) ქართულად პირველად 1980 წელს გამოიცა. ახალი გამოცემისთვის თარგმანი ხელახლა გარედაქტირდა და ორიგინალს შედარდა.

გამომცემლობა
დიოგენე
ფასი
17.95
ნანახია
541