shaqrobabua

გაგა ნახუცრიშვილი - ძველი მიქარვები


21.9 9.95

გაზიარება:

მაგარი გარეკანი

გამოცემის წელი: 2022

გაგა ნახუცრიშვილის ხუთნაწილიანი პოემა „ძველი მიქარვები“ ერთ გაბმულ ბალადად აღიქმება; საავტორო „ხმა“ ქალაქელ ბარდს ეკუთვნის – ის მღერის ხან ხრინწით, ხან კამკამა ბგერებით, სევდით და სიხარულით, ძველ და ნაცნობ ცხოვრებაზე, ახალ და უცხო ცხოვრებაზეც...

 

ეს პოემა მკითხველის წინაშე ვიზუალურ ატმოსფეროსაც ქმნის – მიუხედავად იმისა, რომ აქ არც მკაფიო ფაბულაა, არც პერსონაჟთა გალერეა, ყველაფერი მაინც იმდენად სახიერია, რომ მკითხველი მაყურებლადაც იქცევა და (თანა)მგზავრადაც – ამ ხმას, ბარდის ვოკალს უნდა აედევნოს და ემპირიული ქალაქიდან მეტაფორულ ქალაქებამდე სამყარო მოიაროს.

 

გაგა ნახუცრიშვილს ამ ხეტიალისთვის ყველაფერი აქვს – სიმსუბუქეც და გარინდებაც, ნოსტალგიაც და ბავშვური აღტაცებაც, ტკივილიც და სიყვარულიც. სწორედ ეს „საგზალი“ აქცევს ყოფას ღვთაებრივ სიმარტივედ, ანუ პოეზიად.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
9.95
ძველი ფასი
21.9
ნანახია
1212