shaqrobabua

გიორგი კვიტატიანი - ბრინჯაოს ქალაქი(ქაოსის ქრონიკები #1)


26.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 492

გამოცემის წელი: 2023

პირველად ქაოსი მაშინ შეირხა, როდესაც სისხლისფერი სინათლით ამოვსებულ სიშავეში აკეს ყურს ძვლების მსხვრევის ხმა მისწვდა, ყნოსვა კი დამწვარი ხორცის სუნმა დაუხშო.

ქაოსი შეირხა, იმძლავრა, აზვირთდა და ყველასა და ყველაფრის წამლეკავ ძაად დაიწყო ფორმირბა, უნებართვოდ გამოპარვა და ზოგჯერ ამ ძალის მფლობელისთვისაც შემზარავი გამოვლინება.

ყველამ ვიცით, როგორ დასრულდა იკარუსის ამბავი - ინტერესითა და ამბიციით გათამამებულმა როგორ გადწყვიტა მზეს შეხებოდა და, შედეგად, საშინელი ტანჯვა იგემა... მაგრამ რა იქნებოდა, აგონიაში კი არა, ღიმილით თუ დაიფერფლებოდა? იქნებ, ასე გრანდიოზულად ჰქონდა წასვლა დაგეგმილი?

წარსულის ტრაგედიით გატანჯული აკეც მის მსგავსად ცდილობს შეეხოს მზეს და მაგიითა და მისტერიებით სავსე ეს გახრწნილი სამყარი, იდუმალებით მოცული არქაული არსება კაბალები და მათი მომთვინიერებელი რჩეული კაბალერები, ერთმანეთის ზიზღითა და მცდარი რწმენებით დაბრმავებული სახელმწიფოები, თვალწარმტაცი ქალაქები და მათ ქვეშ დამარხული საუკუნოვანი საიდუმლოები, არანაკლებ გახრწნილი მეთოდებით ამოატრიალოს.

დაე, შესრულდეს შემქმნელის ნება და, უსახელო აკემ, იპოვოს პასუხები თავის ამბიციებზე! 

დაე, ცეცხლმა უყოს პირი ყოველივეს!

გამომცემლობა
მედუზა
ფასი
26.9
ნანახია
682