shaqrobabua

იოანე ხრისავგისი - ბართლომეოსი – მოციქული და წინასწარმეტყველი


39.9

გაზიარება:

მაგარი გარეკანი

გვერდი: 354

გამოცემის წელი: 2023

უდავოა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია ჩვენს სამყაროში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს; მას შეუძლია იყოს მასზე მინდობილი ხალხების კრიტიკული და წინასწარმეტყველური სინდისი. თუმცა, ამისთვის მან, პირველ ყოვლისა, თავი უნდა აარიდოს ვიწრო სამრევლო მიდგომებისა და ნაციონალიზმის გაკერპებას, რათა უფრო ფართო, მსოფლიო მართლმადიდებლობა მოიცვას. მეტიც, მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა ისწავლოს ერთი ხმით ლაპარაკი, რათა მისი გაიგონონ და მის სიტყვას მნიშვნელობა ჰქონდეს.

 

აქ იკვეთება მსოფლიო საპატრიარქოს მნიშვნელობა; სწორედ ესაა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მისია თავისი მართლმადიდებელთაშორისი კონფერენციებით, მწყემსმთავართა სინაქსისებით, ეპისკოპოსთა კრებებითა და კრეტის წმინდა და დიდი კრებით. მსოფლიო საპატრიარქოს წინამძღვრობით მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეიძლება შეწყვიტოს წარსულისკენ ორიენტირებულ ინსტიტუციად ყოფნა და სანაცვლოდ დაამტკიცოს, რომ ის არის ევანგელიზაციით დატვირთული ინსტიტუცია, რომელიც აღდგომის სიცოცხლისა და იმედის მოწმეა და აწმყოში არსებობს მთელი მსოფლიოს ცხოვრებისათვის.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
39.9
ნანახია
397