ივანე ჯავახიშვილი - მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოში
49.9
მაგარი გარეკანი
გვერდი: 528
გამომცემლობა : არტანუჯი
გამოცემის წელი: 2023
ივანე ჯავახიშვილის ნაშრომები – „მევენახეობა“ და „მეღვინეობა“ – მისივე მონოგრაფიის, „საქართველოს ეკონომიკური ისტორიის“ ნაწილებია. ნაშრომში დეტალურადაა მიმოხილული მევენახეობა-მეღვინეობის დარგთან დაკავშირებული აბსოლუტურად ყველა სფერო: ტერმინოლოგიური და თეორიული საკითხები, ვაზის ჯიშების სახეობები და მათი გავრცელების არეალი, მოვლა-პატრონობისა და ღვინის დაყენების სხვადასხვა პრაქტიკული ნიუანსი და სხვ.
ამას გარდა, საისტორიო წყაროების შეჯერების საფუძველზე, წარმოდგენილია მეტად საინტერესო და ამ დრომდე აქტუალური საკითხი – „ტერმინი ღვინო, მისი რაობა და წარმოშობის ისტორია“. გამოცემას დართული აქვს საძიებლები და მევენახეობა-მეღვინეობის დარგთან დაკავშირებულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, აგრეთვე, ძველი საილუსტრაციო მასალის გარდა, წიგნში წარმოდგენილია სფეროსთან დაკავშირებული თანამედროვე ფოტოები.
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 49.9
- ნანახია
- 257