shaqrobabua

ზაზა ბიბილაშვილი - Delirium


14.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 128

გამოცემის წელი: 2023

ზაზა ბიბილაშვილის „Delirium” მხატვრულ-დოკუმენტური პროზის, წერილებისა და ნოველების კრებულია. მასში მოთხრობილი ისტორიები პირველივე ფურცლიდან გვაფიქრებინებს, რომ თითოეული პერსონაჟის მსგავსი, შესაძლოა, გვერდით გვეგულებოდეს ან რომელიმე მათგანი თავად ჩვენ ვიყოთ.

 

ჩვენია კომიკურობამდე მისული, სტერეოტიპული „ქართული ხასიათისთვის“ დამახასიათებელი ყველა ის ნიუანსი, რომლებიც წიგნის გმირებში ადვილად ამოიცნობა.

 

სახალისო ამბებს მიღმა, ავტორი გვესაუბრება იმაზე, თუ რატომ გვჭირს ის, რაც გვჭირს და რა უნდა ვაკეთოთ უკეთესი მომავლის გამოსაძერწად. გემოვნებიანი იუმორით, ზომიერი ირონიითა და თვითირონიით სავსე სატირულ ტექსტებში, ამასთანავე, დიდი სიყვარული, თანაგრძნობა და ოპტიმიზმი იკითხება, კრებულში შესული ნოველები კი მხატვრული ფსიქოლოგიზმის სრულიად გამორჩეული ნიმუშებია.

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
14.9
ნანახია
582