shaqrobabua

გელა (გიორგი) საითიძე, გოჩა საითიძე - ამბროსი ხელაია – 100 ამბავი


18.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 252

გამოცემის წელი: 2023

„როდესაც სახლს ცეცხლი ეკიდება, ნუთუ გულგრილად უნდა ვუცქიროთ იმ იმედით, რომ ის თავისთავად ჩაქრება?“ – ეს სიტყვები პატრიარქ ამბროსი ხელაიას ეკუთვნის.

 

საბჭოეთის ცეცხლისგან საქართველოს დახსნას ამბროსი ხელაია უფლებად კი არა, მოვალეობად თვლიდა, რის გამოც, იგი, როგორც დამნაშავე, ისე გაასამართლეს და მრავალწლიანი პატიმრობითაც დასაჯეს. მანამდე კი, გარუსების პოლიტიკასთან მებრძოლი კათოლიკოსისთვის არც სამშობლოდან გადახვეწის ტკივილი დაუკლიათ. და თან სად? – რუსეთში. 

 

როგორც თავად თქვა, სული ღმერთს დაუტოვა, გული – სამშობლო საქართველოს, ხოლო სხეული ჯალათებს მისცა საჯიჯგნად იმ ქვეყნის სიყვარულისთვის, რომლის გამოც ცხოვრებაში „ტკბილი და მყუდრო დღეები“ არასდროს უნახავს...

 

წიგნში თავმოყრილი 100 ამბით მკითხველი ამ დღეებისთვის თვალის მიდევნებას შეძლებს.

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
18.9
ნანახია
1113