shaqrobabua

ალპინიზმი – 100 ამბავი


17.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 252

გამოცემის წელი: 2023

შემდგენლები: გენად ბჟინავანინო რევიშვილისაბა შანავა

 

„სულ ბოლოს, ოფისში ჯდომა და გაზონის კრეჭა კი არ გაგახსენდება. ჰოდა, აძვერი მაგ წყეულ მთაზე!“ – ეს სიტყვები დიდ ამერიკელ მწერალს, ჯეკ კერუაკს ეკუთვნის.

 

წიგნში სწორედ მსგავსი იდეით შეპყრობილ ადამიანებზე – ალპინისტებზე გიამბობთ, რომლებმაც დაუნდობელ მწვერვალებთან შეხვედრა ცხოვრების წესად აქციეს და უმაღლეს წერტილამდე ასვლის სიხარულთან ერთად ხშირად სიკვდილიც მთებში იგემეს. ეს გამოცემა გვიყვება თავად ამ მწვერვალებზეც – დაპყრობილებსა თუ დაუპყრობლებზე.

 

ალპინიზმის განვითარების ისტორია 1786 წლიდან იწყება. შევეცადეთ, ამ ექსტრემალური სპორტის სახეობის გზას დასაბამიდან დღემდე გავყოლოდით და 100 ამბავში თავი მოგვეყარა მწვერვალებთან შეხვედრის დაუოკებელ სურვილსა და სიკვდილ-სიცოცხლის თამაშებზე, სადაც ხშირად მთის სიმკაცრე, უფრო ხშირად კი მასზე შეყვარებული ადამიანები იმარჯვებენ.

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
17.9
ნანახია
359