shaqrobabua

ბ. ფ. სკინერი - უოლდენ ორი


29.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 448

გამოცემის წელი: 2023

ყოვლისმომცველი აბსურდულობისა და უსაზრისობის განცდა, რომელ მაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაისადგურა, ცნობისმოყვარე ოთხეულს უბიძგებს, ექსცენტრული და იდუმალებით მოცული მეცნიერის, ფრეიზერის მიერ შექმნილ ექსპერიმენტულ საზოგადოებას ეწვიოს.

 

„უოლდენ ორი“, – ეს არის ბიჰევიორისტულ პრინციპებზე დაფუძნებული, სკრუპულოზურად დაგეგმარებული სამყარო, სადაც ეფექტურობა, კოოპერაცია და პირადი თავისუფლების განცდა ჰარმონიულადაა შერწყმული. აქ შრომა თანაბრადაა გადანაწილებული და თავისუფალი დრო ფასეულია, მოძველებულ და ფუჭ ღირებულებებზე დაუბრკოლებლად და უმტკივნეულოდ ამბობენ უარს, ხოლო ადამიანური ბედნიერება არა მხოლოდ იდეალი, არამედ ხელშესახები რეალობაა.

 

თუმცა, იბადება გარდაუვალი კითხვა – მართლაც შესაძლებელია კოლექტიური ბედნიერება ინდივიდუალობის მსხვერპლად გაღების გარეშე? და რა ხდება, როდესაც იდეალებს პირადი სურვილები და ლტოლვები უპირისპირდება?

 

რადიკალური ბიჰევიორიზმის ფუძემდებლის, ბ. ფ. სკინერის „უოლდენ ორი“ მკითხველს XX საუკუნის უტოპიაში ეპატიჟება.

 

ინგლისურიდან თარგმნა მედეა რუსიშვილმა

 

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
29.9
ნანახია
258