shaqrobabua

ივან ბუნინი - არსენიევის ცხოვრება


16

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 362

გამოცემის წელი: 

 რუსულიდან თარგმნა ვაჟა ახალაძემ.

„არსენიევის ცხოვრება“ ნობელიანტი მწერლის გახმაურებული რომანია, რომელიც მან ემიგრაციაში ყოფნისას დაწერა. 

წიგნი ავტობიოგრაფიულ შტრიხებსაც ატარებს და მისი პირველი ნაწილის გამოქვეყნებისთანავე (1927 წ.) დაიწყეს საუბარი, რომ ტექსტის სიახლე, უპირველეს ყოვლისა, თხრობის სტილი იყო – დაძაბული, ექსპრესიული მონოლოგი, რომელსაც მრავალფეროვან ნაკადებად ერთვოდა ფილოსოფიური, საზოგადოებრივი და ლიტერატურული რეფლექსიები. 
 

რომანის მთავარი გმირი – ალექსეი არსენიევი საკუთარ თავგადასავალს ჰყვება. ესაა შემოქმედის სულიერი მოგზაურობა, სამყაროს მიიმართ ზე-მგრძნობელობის ხარისხით.  „არსენიევის ცხოვრება“ პროტაგონისტის არა მხოლოდ ფიზიკური და სულიერი ზრდის ამსახველი საგაა, არამედ მასში სრულიად ახალი ფერებითა და ხმებითაა ნაჩვენები მწერლად ჩამოყალიბების დრამატული პროცესი. 

რომანს, რომელმაც მკითხველთა აღიარება გამოსვლისთანავე მოიპოვა, დღესაც რუსული ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს უწოდებენ. 

გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
16
ნანახია
159