shaqrobabua

ვისწავლოთ ლაზური (ლაზური ენის თვითმასწავლებელი)


24.9

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 272

გამოცემის წელი: 2023

შემდგენელი ნათია ფონიავა

„ვისწავლოთ ლაზური“ თვითმასწავლებლის ტიპის გამოცემაა. მასში შესულია 30 გაკვეთილი. მარტივად ახსნილ გრამატიკულ საკითხებს ახლავს სავარჯიშოები, რომელთა პასუხებიც წიგნს ბოლოში ერთვის. თემების მიხედვით შერჩეული ლექსიკის გამოყენებით შედგენილი დიალოგები და ტექსტები ქართულ თარგმანთან ერთადაა წარმოდგენილი. ნაშრომს დართული აქვს ლაზურ-ქართული და ქართულ-ლაზური ლექსიკონებიც.

 

წიგნს ახლავს სრული აუდიოვერსია, რომლის მოსმენა შესაძლებელია ბმულზე. ეს ენის შემსწავლელს მისცემს საშუალებას მისთვის მოსახერხებელ გარემოში მოისმინოს და აითვისოს ბუნებრივი ლაზური მეტყველება.

 

თანამედროვე ყოფამ და ცივილიზაციამ, სხვა, ათასობით მცირე ენის მსგავსად, დიდი საფრთხის წინაშე დააყენა მეგრულ-ლაზური და სვანურიც. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ნაკლები ადამიანი საუბრობს ამ ენებზე. გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა, თავისი წვლილი შეიტანოს ქართველური ენების პოპულარიზაციის საქმეში. 2021-2022 წლებში დაინტერესებულ საზოგადოებას შევთავაზეთ მეგრული და სვანური ენების თვითმასწავლებლები. ამჯერად კი, დაპირებისამებრ, სერიას მომდევნო წიგნი – ლაზური ენის თვითმასწავლებელი შეემატა. „არტანუჯის“ ორგანიზებით დავიწყეთ ქართველურ ენათა სასწავლო კურსებიც, რომელსაც აღნიშნული წიგნების ავტორები უძღვებიან.

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
24.9
ნანახია
1320