shaqrobabua

ჩიგოზი ობიომა - უღონოთა ორკესტრი


25.95

გაზიარება:

რბილი გარეკანი

გვერდი: 445

გამოცემის წელი: 2023

2015 წელს, გამორჩეული დებიუტისათვის, ნიგერიელი ავტორი ჩიგოზი ობიომა გლობალური მასშტაბის მოაზროვნედ დაასახელეს. მან სახელი გაითქვა რომანებით „მეთევზეები“ და „უღონოთა ორკესტრი“ _ ორივე ნაწარმოებისთვის ავტორი ბუკერის პრემიის მოკლე სიაში მოხვდა. რომანი „უღონოთა ორკესტრი“ 2019 წელს გამოიცა. იგბოს კოსმოლოგიით საინტე- რესოდ შეზავებული სიუჟეტი მკითხველს აუცილებლად მოაგონებს „ოდისეას“. საინტე- რესოა, როგორ ხედავს ავტორი თითოეულ ადამიანს, რამხელა ყურადღებას უთმობს შიშსა და სინდისის ქენჯნას; როგორ ხსნის საზოგადოებაში გამეფებულ სიძულვილს, გრძნობას, რომელიც ყველას დაგვაქვს კოკით ცხოვრების გზაზე და გვეღვრება კიდეც ალაგ-ალაგ. მკითხველს შეიძლება იგბოს ენის ლექსიკონში ჩახედვის სურვილიც გაუჩნდეს. ავტორსაც ეს უნდა, მანამდე კი შეგვიძლია გაგიმხილოთ _ იგბოს ენაზე ნათქვამი „ოკო კო ვა მადუ“ შეიძლება ითარგმნოს ასე: „შენ ადამიანი ხარ“.

გამომცემლობა
პალიტრა ლ
ფასი
25.95
ნანახია
131